ქეთევან დავრიშევი. ძაღლის ბედი. ილუსტრირებული აუდიოწიგნი ბავშვებისთვის
12/03/2021
ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა
ილუსტრატორი ნანა გიგოლაშვილი
წიგნი ითარგმნა და გამოიცა „შემოქმედებითი ევროპისა“ და გამომცემლობა „კლიოს“ ერთობლივი პროექტის - „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ - ფარგლებში.
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://klio.ge/project_eu/
არტურისგან განსხვავებით, ლუს ცხოველები არ უყვარდა, ეშინოდა მათი. განა არ შეიძლება, კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ცხოველები არ გიყვარდეს? ძალად სიყვარული გაგონილა?.. – ფიქრობდა გოგო, მაგრამ მშობლებს არ ესმოდათ მისი, მშიშარა და მარტოსულიაო, ამბობდა ბებო და ამიტომაც ჯერ წიგნი აჩუქა ძაღლებზე, შემდეგ კი, სულაც, ლაბრადორის ლეკვი მოუყვანა.
ლუ მართალი იყო, სიყვარული ბრძანებით არ მოდის… ვერაფრით შეიყვარა ეს ბეწვის ბურთი, რომელიც გულს ურევდა, უთავმოყვარეოდ სულ უკან დასდევდა, სახლს აბინძურებდა, ყველაფერს ღრღნიდა. ძაღლი მის უბედურებად იქცა, როგორმე თავიდან უნდა მოეშორებინა…
თუმცა, ერთ დღესაც ბეწვის ბურთმა პატარა გოგოს უსახური ცხოვრება თავდაყირა დააყენა: მოხდა ის, რაზეც ლუ ოცნებასაც ვერ ბედავდა…
Original title: Nom d’un chien
Written by Kéthévane Davrichewy
© 2001. l’école des loisirs, Paris
© 2021. Tsisana Bibileishvili (translation)
© 2021. გამომცემლობა „კლიო“
@ 2021. ცისანა ბიბილეიშვილი (თარგმანი)
© 2021. ნანა გიგოლაშვილი (ილუსტრაციები)
All rights reserved ყველა უფლება დაცულია
გამოგვყევით ფეისბუკზე - / kliopublishing
#კლიო #ევროკავშირი #klio #CreativeEurope4Books