რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია
საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადებულია, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტში მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან უკვე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის მორიგი, მესამე ვადა ოფიციალურად დაიწყო. ამის შემდეგ ერდოღანი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვია, სადაც ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. ამ წუთებში კი საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია უნდა დაიწყოს. მოგვიანებით სტუმრებს სადილზე უმასპინძლებენ, რის შემდეგაც თურქეთის ახალი კაბინეტი გამოცხადდება. საზეიმო ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. ანკარაში იმყოფება ქართული დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“, ნატო-სა და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ 47.82 პროცენტი მიიღო. ერდოღანისთვის პრეზიდენტობის ეს უკვე მესამე ვადაა. თურქეთი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. დილიდან თვალს ადევნებს ინაუგურაციის პროცესს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც. ანკარაში იმყოფებიან თამთა რუხაძე და ზურაბ პატარიძე. თამთა რუხაძე ისაუბრებს თურქეთის დედაქალაქიდან, ის პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრე...
TV IMEDI
თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები ი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია 9 ივლისს თურქეთი...
PalitraNews
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის მესამე ვადა - „მოამბე“ ანკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტანაპის პროექტის ინაუგურაცია თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, ქაბულის აერ...
თავისუფალი არხი - Free Channel