გენადი ასათიანი

05/24/2019
Radio Atinati-ის მიერ

აქ თუ ადრე ცარიელი მინდვრები და საძოვრები იყო, ახლა სათბურებია. თერმული წყლებითა და ბალნეოლოგიური კურორტით ცნობილი ცაიში ბოსტნეულის მოსაყვანად საუკეთესო ადგილად იქცა. ბუნებრივი ცხელი წყლის სასათბურედ გამოყენება, ჯერ კიდევ 19 წლის წინ, ერთ-ერთმა ცაიშელმა დაიწყო, დღეს სოფელში შვიდ ჰექტარზე ათობით სათბურია გადაჭიმული.

პირველი სათბური სოფელში 2000 წელს გაჩნდა. პროფესიით ინჟინერმა, გენადი ასათიანმა 500კვ/მ-ზე კიტრი და პომიდორი მოიყვანა და თერმული წყლები სათბურის გასათბობად გამოიყენა. წამოწყებამ გაამართლა. დღეს მის სათბურებში მხოლოდ ზამთრის პერიოდში 35-40 ტონა ბოსტნეული მოდის.
„სათბურის მთავარი ხარჯი გათბობაა, აქ კი ამ მხრივ ეკონომიურად გამოვდივართ . მოგვყავს კიტრი, პომიდორი, ლობიო. ბადრიჯანი. ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს ვიყენებთ. ახლა გადავედი ნესვზე. ზამთარში აქ მქონდა პომიდრო დარგული, რომ მორჩა მერე ჩავთესე ნესვი. მოსავალი ნორმალურია, ვკრეფთ უკვე“, - გვიყვება, რომ აგრონომია თავისით და ერთ-ერთი მეზობლის დახმარებით შეისწავლა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან