საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუ


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თქვა. ფრანგული „ფიგაროს“ ცნობით, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან კონფრონტაციად აღიქმება, ამიტომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამავე ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატო-ზე და სტრატეგიულ ავტონომიას გადახედოს.

„ალიანსი არ არის ის, რაზეც დამოკიდებული უნდა იყო. ალიანსი არის ის, რასაც ვირჩევ. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული ავტონომია, მათ შორის აშშ-სგან“, – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასთან ერთად, რუსეთმაც უნდა მიიღოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან