ნატო-ს მომავალი და გამოწვევები

08.11.2019 03:40

ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება.  ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში ემანუელ მაკრონი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. დასახელებულია კონკრეტული ფაქტებიც, რამაც მაკრონის აზრით, კრიზისული ვითარება გამოიწვია. საფრანგეთის პირველი პირი ალიანსის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აშშ-ის პრეზიდენტის არაპროგნოზირებულობას ასახელებს და ამბობს, რომ აშშ-ს პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ევროპული პროექტის იდეას არ იზიარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სამხედრო სტრატეგიის მიმართულებით ევროპა ავტონომიური უნდა გახდეს და სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან თავიდან  უნდა დაიწყოს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: