საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

16.06.2022 01:11

„ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“ - განაცხადა მოლდოვაში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც ტრიოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: