მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა - გამოხმაურებები
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერები მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებენ. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერ ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს, ამ უმოქმედობაში კი მათივე თქმით, მელიას ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი უჭერს მხარს. ყარალაშვილი გიორგი მუმლაძის სამოქმედო გეგმას ემხრობა და ამბობს, რომ ქვეყანაში მუდმივი საპროტესტო აქციებია საჭირო, ამისთვის კი ემიგრანტებს მისი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსურდულს უწოდებენ იმ ეჭვს, რომ ყარალაშვილი და წულაძე შესაძლოა პარტიის მიერ იყოს მართული. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციის მსურველები კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
“ისლამურმა სახელმწიფომ” ქართველი ხალხის მიმართ მუქარის შემცვ...
Music Box
მუქარის შემცველი გზავნილი პოლიციელების მისამართით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - ახალი რეალობა მსოფლიოსთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუქარა პოლიციელების მიმართ - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუქარა პოლიციელების მიმართ - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. ისლამური სახელმწიფო ახალ მუქარისშემცველ ვიდეომიმართვას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის მხარდამჭერების მუქარა - შეფასებები პოლიტიკურ სპე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუქარის შემცველი SMS შეტყობინებები „ნაციონალური მოძრაობის“ მ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia