მუქარის შემცველი გზავნილი პოლიციელების მისამართით

01.12.2020 07:32

ოპოზიციის წარმომადგენლის სკანდალური ვიდეომიმართვა და მოწოდება ძალადობისკენ. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს დღეს თავის მართლება მოუხდა. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში ის ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციელის დაჩეხვისკენ და თავის გაჩეჩქვისკენ მოუწოდებს. მუქარისშემცველი ვიდეოს ავტორს უკვე დღეს საკუთარი სიტყვები უკან მიაქვს და აგრესიულ მოწოდებებს აღელვებას აბრალებს. განმარტებები არასაკმარისი აღმოჩნდა დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომელმაც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის მოწოდებები დაგმო. თუმცა ეს ოპოზიციის რიგებიდან სამართალდამცავებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. არქივს სალომე ქოქიაშვილმა გადახედა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო