კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე


ბადრი პატარკაციშვილის საქმე და ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონო დაკავების ეპიზოდი.

სასამართლოში ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. სწორედ ბადურ ბოტკოველის ჩვენების საფუძველზე მოხდა ჯემალ შამათავას დაკავება. მოწმემ სხდომაზე განაცხადა, რომ მან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი მაღალჩინოსნების, ლევან ქარდავასა და გია დგებუაძისგან მიიღო დავალება, რომ უნდა მომხდარიყო შამათავას დაკავება. მისი ინფორმაციით, მოხდა ქურდობის ინსცენირება, რის შემდეგაც ის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც თვითდაზიანებები მიიყენა, რისთვისაც ბრალი ჯემალ შამათავას წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯა მას შემდეგ გადაწყდა, რაც შამათავამ ბადრი პატარკაციშვილის დაცვას მაღალჩინოსნების გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან ქარდავას გარდა ამ საქმეზე ბრალდებულები არიან კუდ-ის კიდევ ორი ჩინოსანი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი. ისინი წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან