დათმობს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს


დათმობს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი ბოიკოტს აცხადებს. კონკრეტული დეპუტატების გადაწყვეტილებების შემდეგ, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მისაყვანად მანდატების შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

მოწოდება შეცვალა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში მანდატების შენარჩუნება და ჯერ კონსტიტუციური ცვლილებების ბოლომდე მიყვანა მოსთხოვა. ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი არათანმიმდევრულს უწოდებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან