ონლაინკონფერენცია „სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“


საქართველოში არსებული ვითარება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ონლაინკონფერენციაზე, რომელიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ხარვეზების მიუხედავად, ოქტომბრის არჩევნები ფუნდამენტურად კონკურენტულად ჩატარდა და შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნებას გამოხატავდა. მან ოპოზიციას მიღებული მანდატების გამოყენებისკენ  მოუწოდა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრა და პარტიის თავმჯდომარის დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ასეთი უნდა იყოს ჩვენი გზავნილი მთავრობისადმი, თუმცა, უნდა დავიცვათ ბალანსი, - ამბობს ბრაიზა. „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა, ლუკ კოფიმ კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქვეყანას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაეხმარონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან