ონლაინკონფერენცია ტურიზმის სექტორისთვის

26.08.2021 00:46

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის კოვიდპანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ონლაინკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და ეფექტიან აღდგენას. ონლაინშეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ნათია სხვიტარიძე პასუხობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო