მხარდაჭერა "სოხუმს" - ახალგაზრდა მორაგბეების სტიმული წარმატების მისაღწევად

09.08.2021 03:05

5 წელიწადზე მეტია, რაც ზუგდიდში პატარა სპორტსმენებს სარაგბო კლუბი "სოხუმი" აერთიანებს. სხვადასხვა ასაკის მოზარდები კვირაში სამჯერ იკრიბებიან და მონდომებით ვარჯიშობენ. "სოხუმში" მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები ირიცხებიან, რის გამოც თავის დროზე შესაბამისი სახელწოდება გუნდის შექმნის ინიციატორებმა, ლევან ჯობავამ და დავით დგებუაძემ შეარჩიეს. "ამ გუნდში ვარჯიში არის სრულიად უფასო, ფორმა, ტრანსპორტი, თამაშებზე ტარება, შეკრებები. ჩვენი ამოცანა და გუნდის მთავარი იდეა არის ის, რომ ბავშვები ჩვენი ხელშეწყობით ჩაერთონ ჯანსაღ ცხოვრების წესში, არამარტო სპორტული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც. საბოლოო ჯამში კი მივიღოთ ის, რომ რაგბის გუნდი "სოხუმი" კი არ ზრდიდეს რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშეს - ზრდიდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც რაგბისაც კარგად ითამაშებენ", - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი ლევან ჯობავა. წლიდან წლამდე "სოხუმის" დამფუძნებლებს კლუბის არსებობისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება სხვადასხვა ხერხით უწევთ. თავდაპირველად ახალგაზრდა სპორტსმენებს ასეთ მხარდაჭერას რამდენიმე კერძო პირი და კომპანია უწევდა, ასევე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს რაგბის კავშირიც, თუმცა ბოლო წლებში კლუბი, ძირითადად, გულშემატკივრების შემოწირულობებით არსებობს. თანხა მოზარდების ფორმებზე, საკვებზე, საჭირო ინვენტარსა და შეჯიბრებებზე ტრანსპორტირებისთვის იხარჯება. ასევე გათვალისწინებულია 2 მწვრთნელის ხელფასიც. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველაზე ახლოს? | პაატა ზაქარეიშვილი
42:26

როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველა...

JAMnews ქართულად

ღარიბაშვილი სოხუმს და ცხინვალს საქართველოს ფარგლებში ავტონომიას სთავაზობს
09:25

ღარიბაშვილი სოხუმს და ცხინვალს საქართველოს ფარგლებში ავტონომ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება ამოქმედდა
03:55

მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება ამოქმედდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოხუმს და ცხინვლას დღითიდღე ვშორდებით
33:00

სოხუმს და ცხინვლას დღითიდღე ვშორდებით

Taonews

მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება ამოქმედდა
04:51

მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება ამოქმედდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არენა - საკალათბურთო კლუბ \"სოხუმს\" დაშლა ემუქრება
52:04

არენა - საკალათბურთო კლუბ "სოხუმს" დაშლა ემუქრება

პირველი არხი სპორტი

#ახალიკვირა ხიდი თბილისსა და სოხუმს შორის
07:28

#ახალიკვირა ხიდი თბილისსა და სოხუმს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გალერიში და ბასიანში გაზრდილი ახალგაზრდობა სოხუმს ვერ დაიბრუნებს
10:27

გალერიში და ბასიანში გაზრდილი ახალგაზრდობა სოხუმს ვერ დაიბრუ...

Nikoloz Mzhavanadze

ყველა ვიდეო