სახალხო დამცველის ანგარიში

08.10.2022 02:07

ნინო ლომჯარიას საპარლამენტო გამოსვლა - სახალხო დამცველს დეპუტატები დაახლოებით რვა საათის განმავლობაში უსმენდნენ. ეს ომბუდსმენის რანგში ლომჯარიას ბოლო ანგარიში იყო, მას ვადა დეკემბერში ეწურება. გამოსვლამ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა, მწვავე შეკითხვების ავტორები ძირითადად „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ. მმართველი გუნდის წევრებმა ომბუდსმენს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ყველა კრიტიკული განცხადება გაახსენეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ნინო ლომჯარიამ ხუთი წლის განმავლობაში, ომბუდსმენის აპარატის საქმიანობაში სიახლე ვერ შეიტანა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა ისიც, რომ როდესაც ხელისუფლება სახალხო დამცველის აპარატის ხარვეზებზე საუბრობს, ეს თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: