ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-მა 11 ადამიანი იმსხვერპლა.
დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ექიმების მხრიდან გადაცდომას ადგილი 41 წლის უსიმპტომო პაციენტის შემთხვევაში, რომელიც კოვიდ-სასტუმროში სავარაუდოდ თრომბო-ემბოლიით გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. ლაბორატორიებიდან დადებითი პასუხი კიდევ 887-მა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ბევრი ფაქტი აჭარაში გამოვლინდა - სწორედ იქ არის განსაკუთრებით რთული ვითარება. რეგიონის ჰოსპიტალურ სექტორს ყოველდღიურად მზარდი ნაკადების მიღება-მართვა უჭირს. რეგიონში მხოლოდ 46 თავისუფალი საწოლია. ახალი კერები ჩნდება სკოლებსა და ბაღებში. გახსნიდან მეხუთე დღეს მარტო თბილისში 23 ბაღი დაიხურა.
დისტანციური ფორმით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის ოც სკოლაში. 55 საჯარო სკოლის შემთხვევაში კი სწავლების ონლაინ რეჟიმზე ცალკეული კლასები გადავიდნენ. სასწავლო დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის გამოვლენის შემთხვევები ყოველდღიურად მზარდია, თუმცა ხელისუფლება სასწავლო პროცესის შეწყვეტას და სკოლების დახურვას არ გეგმავს. დღეიდან სამუშაო დრო უმცირდება ბიზნეს-ობიექტების ნაწილს. მობილობისა და კონტაქტების შემცირების მიზნით, თბილისსა და იმერეთში, ყველა გასართობი დაწესებულება მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.