ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები


უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს უკავშირდება ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებული ის კანონპროექტიც, რომელმაც საქართველოში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია „რადიო თავისუფლების“ მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვით ამერიკა ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციას ფლობს. ხელისუფლება ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებში, ისევე როგორც ინიცირებულ პროექტში შანტაჟის და მუქარის ნიშნებს ხედავს. იგულისხმება მეგობარი აქტის სახელწოდებით რესპუბლიკელი კონგრესმენის ავტორობით მომზადებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, რეზონანსული კანონის მიღების შემთხვევაში სანქციებს მოიცავს, მეორე მხრივ კი გარკვეული პირობების სანაცვლოდ საქართველოს მსხვილ სამხედრო დახმარების პაკეტს და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ჰპირდება.
იქცევა თუ არა კანონად კანონპროექტი, რომელსაც ოფიციალურმა თბილისმა საკმაოდ მწვავედ უპასუხა, - თეონა ხუბულავა დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან