შაქარაშვილის მკვლელობის საქმე


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მცხეთაში ერთ საათში დაიწყება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის დაცვის პროცესში სახაზინო ადვოკატი ჩაერთვება. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურაში განმარტავენ, იმის გამო, რომ გაგნიძის ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს,  ბრალდებულისთვის კი დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით დაენიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი.  პროკურატურის განცხადებით, სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და ასევე ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე. სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხზე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას და  გულისხმობს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში ჩართვას, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაცვის უფლების განხორციელებას, ამ საკითხს სასამართლო წყვეტს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან