დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი


დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და ჩააგდებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი წარდგენილ პროექტს აკრიტიკებს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტს საერთოდ არ იცნობენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან