2 ივნისს, რუსთაველზე

05/26/2013
2 ივნისი-ის მიერ

2 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ჩატარდება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით: http://on.fb.me/10zyJRQ

1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია.

2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21--ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

3. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

ვიდეოები „2 ივნისი"-ისგან