„დოიჩე ველეს“ ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან


„ნამდვილად რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის  თქმით, არ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოება იყოს ომი. „არ შეიძლება, ჩვენი საბოლოო უსაფრთხოება იყოს ომი, რადგან ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, მოვიგოთ ომი რუსეთთან“. ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომელიც უკვე იქცა რეალობად. „უკრაინის ომმა დაანახა ევროპელ ლიდერებს, რომ გზა, რომელიც გულისხმობდა გრძელვადიან პერსპექტივას, არ აძლევდათ ამ ქვეყნებს მიყოლის სურვილს. აგრესიისა და საფრთხის წინააღმდეგ ამ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გამოვლენის ერთ-ერთი გზა იყო მათთან მეტი დაახლოება, რის რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტის გაკეთება შეეძლოთ, თუმცა მოვლენებზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია. საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან