ცესკო-ს განცხადება - შეფასებები
ცესკო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებზე, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია გაყალბებულად. საარჩევნო კომისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეტალურად განმარტეს ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გაიმართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, ღია წერილით მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად, კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. გაუგებარია, რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირ-ის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. ცესკო-ში გამოხატავენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ და კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ საკითხზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩევნების მეორე ტური - შეფასებები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომპანია „ალმას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელენე ნიჟარაძემ `სამართლიანი არჩევნების~ დირექტორის თანამდებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსზე პოლიტიკური შეფასებებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციის პასუხი ბრალდებას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 შეფასებები საარჩევნო გარემოზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უარი კალანდარიშვილის კანდიდატურას - პრეზიდენტის განმარტება
TV IMEDI