საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა
09/30/2022
56-წლიანი ისტორიის მქონე შენობას დღეიდან ახალი მფლობელი ჰყავს.
კოსტავას № 68-ში განთავსებული პირველი არხის ისტორიული შენობა 65 მილიონ 100 000 ლარად გაიყიდა და ის „ვისოლ-ჯგუფმა“ შეიძინა, რომელიც ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპირებს. ეს იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მერვედ ჩატარებული აუქციონი. შენობის გაყიდვა და ახალი ტელევიზიის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ექსპერტიზამ ამ შენობის ავარიულობა დაადგინა და დასკვნაში ჩაწერა, რომ ის რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. ქვეყნის პირველი ტელევიზიის მომავალი შენობა უკვე მშენებლობის პროცესშია. დიდი ალბათობით 2023 წლის ბოლოდან ჩვენი ახალი მისამართი ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა იქნება, სადაც თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა განთავსდება. პირველი არხის მომავალი შენობის დიზაინი მოქალაქეების ჩართულობით შეირჩა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.