საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარად, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გამოტანილი. გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა, ინფორმაცია განთავსებული იყო ელექტრონულ მისამართზე. აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ. მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გაიყიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა - შეთანხმება საინჟინრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1
1
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
Business Media Georgia
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე გადის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა იყიდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 28 აგვისტოს დასრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster