სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საგანგაშო მონაცემები ქვემო ქართლში

09/10/2022

© - https://mtisambebi.ge/ - სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე 979 ბავშვს ხელი არ მიუწვდება. საბავშვო ბაღი მხოლოდ ქალაქ წალკაში და მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან ექვსშია. მოსახლეობის 39 % ეთნიკური სომეხია. საბავშვო ბაღი სომხებით დასახლებულ ერთადერთ სოფელშია - კიზილ-კილისაში, 26 აღსაზრდელით.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან