პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი
პანკისის ხეობაში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული ადვოკატმა მოდულის შენობაში დღეს მოინახულა, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებით, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. დავით მოდებაძის განცხადებით, იდოიძეს დაკავების პროცედურაზე პრეტენზიები არ აქვს და ამ პროცესში რაიმე სახის გადაცდომები არ ყოფილა. ადვოკატს საქმის მასალები ბრალის წაყენების შემდეგ გადაეცემა, ამისთვის, კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადა კი ხვალ იწურება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ზურაბ იდიოძე სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ, ახმეტაში დააკავა, რის შემდეგაც სოფელ ომალოში, მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და ისინი ავტომანქანით თურქეთ-საქართველოს საზღვართან მიიყვანა. გამოძიება 331-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადვოკატის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდო...
PalitraNews
პანკისის ხეობაში ახაგაზრდების გადაბირებისთვის დაკავებული იმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პანკისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პანკისში და შეთავაზება ადგილობრივებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაჩალიკაშვილი: გუშინ მე დამაკავეს, მაგრამ დავმალე
Tv Kavkasia
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში - დაკავებულია აჰმედ ჩატაევთან...
PalitraNews
გუბერნატორმა პანკისის ხეობაში დაშავებული მოქალაქეები მოინახუ...
Kakheti Kakheti