აქცია პანკისში
პანკისის ხეობაში ტაჯიკეთის მოქალაქეების გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ადგილობრივის მხარდამჭერი აქცია გამართა. სოფელ დუისში ადგილობრივები შეიკრიბნენ. ბაქარ ფარეულიძე, ზელიმხან აჭიშვილი, ზელიმ ბაკაევი და ისლამ დუიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე სექტემბრის ბოლოს დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე ხეობის სალაფიტირი თემის ერთ-ერთი ლიდერისა და ბიზნესმენის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძე არ უარყოფს, რომ დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, თუმცა გამორიცხავს გატაცებისა და ფულის გამოძალვის ვერსიას. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავდებში დადგომის სურვილი გამოთქვეს ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებმაც. ხასო ხანგოშვილმა და ზელიმხან წუწაშვილმა განაცხადეს, რომ დაკავებულები კრიმინალში არასდროს ყოფილან შემჩნეული. უხუცესები ხელისუფლებას სთხოვენ დაკავებულებს შეუმცირონ სასჯელი ან გაათავისუფლონ ციხიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია პანკისში - ამნისტია ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებუ...
Mtisambebi / მთის ამბები
აქცია პანკისში - მუსლიმები შსს-ს შეზღუდვებს აპროტესტებენ
Mtisambebi / მთის ამბები
აქცია პანკისში. დუისში, უხუცეს
poras melor
აქცია პანკისში - მოსახლეობა შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს
TV Pirveli
სოლიდარობის აქცია პანკისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტის აქცია პანკისში - მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წი...
PalitraNews
ახალი 3 | აქცია პანკისში | 28.10.12
GeoArchive
მაჩალიკაშვილის მამის მხარდამჭერი აქცია პანკისში
PalitraNews