უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
ამ დრომდე უცნობია ზუსტი თარიღი, როდის მოხერხდება უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლის გადმოსვენება. მათი თანამებრძოლის, ერთ-ერთი ქართველი სამხედროს ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ნადიმ ხმალაძე პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ზურაბ შანავასა და დავით მენაბდიშვილის ცხედრები შეტაკების ადგილიდან უკვე გამოიყვანეს. ისინი გუშინ, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან შეტაკებისას რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. რაც შეეხება ოთხ ქართველ მებრძოლს, რომლებიც დაჭრილები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის, თანამებრძოლების ინფორმაციით, სტაბილურია და ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან. უკრაინაში საქართველოს ელჩის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში იმყოფებიან. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან დღემდე, ექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მარიუპოლში გარდაცვლილი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
Formula News
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
TV IMEDI
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster