უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

19.03.2022 03:25

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო და საკონსულო, ყველა შესაბამის პროცედურას უზრუნველყოფენ, რათა დაღუპული ქართველი მებრძოლები - გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში დროულად გადმოასვენონ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog