ბოიკოტის დასასრული - გახარიას გუნდი პარლამენტში შედის
ერთწლიანი ბოიკოტის დასასრული.
გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება, რომელიც ბოიკოტის შეცდომად აღიარების დღიდან ისედაც მოსალოდნელი იყო, მაინც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერის გუნდს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო მანდატების მიღებას კი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებად აცხადებენ. პარტია, რომელმაც ერთი წლის წინ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ბარიერგადალახულ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა, ახლა მზად არის, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის საკრებულოსთან ერთად პარლამენტიც გამოიყენოს. ის არის ერთადერთი პარტია ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური ძალიდან, რომელმაც თავის დროზე საპარლამენტო სია არ ჩახსნა და ამით დეპუტატის მანდატების გამოყენების შესაძლებლობა შეინარჩუნა. ექს-პრემიერის გუნდი თვეების განმავლობაში წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ოპოზიციასთან აქტიურად თანამშრომლობდა, დისტანცირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში 12 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. საუბარია პარტიის იმ წევრებზე, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო თვეების წინ უფლებამოსილება შეწყვეტილი 12 თანაგუნდელი, მათ შორის ლიდერი, გიორგი გახარია უნდა ჩაანაცვლონ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ბოიკოტის დასასრული და პოლიტიკური თანამშრომლობის რესურსი #დღი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოიკოტის დასასრული და თანამშრომლობის რესურსი „დღის თემის“ შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოიკოტის დასასრული და პოლიტიკური თანამშრომლობის რესურსი „დღი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე და მზ...
ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი / დასავლეთის ისტორიული გ...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
საკანონმდებლო ინიციატივები - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster