42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი / დასავლეთის ისტორიული გამოცდილება:

16.12.2020 30:04

42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი წლის ბოლომდე ქუვეითში სპარსეთის ყურის საბჭოს მორიგი ყოველწლიური სამიტი გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მზად არიან სამი წლის წინ ყატარისთვის გამოცხადებული ბოიკოტი დაასრულონ და ქვეყანასთან სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ. მიიჩნევა, რომ პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შედეგია. თუმცა თავად სამწლიანმა ბლოკადამ ყურის ქვეყნების ურთერთობები და თავად ყატარი უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა. - 42°პარალელი - დასავლეთის ისტორიული გამოცდილება: თანამედროვე ჩინეთის გზამკვლევი დასავლეთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი გლობალური ექსპანსიაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან დაიწყო. აანალიზებს-რა ამას თანამედროვე ჩინეთი, ისიც ექსპანსიურ პოლიტიკებს მიმართავს. შედეგად დღემდე, მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება არამხოლოდ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, არამედ ლიბერალურ დემოკრატიებთანაც შეძლო. თათო მარიდაშვილი მოგიყვებათ, კერძოდ რა ისწავლა ჩინეთმა დასავლეთისგან და გაამართლა თუ არა არჩეულმა კურსმა. - 42°პარალელი - ცვლილებები აღმოსავლეთის ფრონტზე 15 ნოემბერს ხელი მოეწერა მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულებას. სიმბოლურია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30% მოიცავს და ორ მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს, კორონაკრიზისის პიკზე მოხდა, როდესაც ქვეყნები უფრო მეტად იკეტებიან და ყურადღება ეროვნული ეკონომიკების აღდგენის საკითხებზე გადააქვთ. უფრო მეტიც, ბედის ირონიით, RCEP-ს ხელმოწერა დროში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასასრულს დაემთხვა. მან ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის ამბიციური პროექტი, რომელსაც აზია-წყნარი ოკეანის აუზში ინტეგრაციის მთავარი ვარსკვლავის წოდებას ჰპირდებოდნენ, ნოკდაუნში საკუთარი ხელი გააგზავნა. რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში და რას გვეუბნება იგი სამყაროს ახალი წესრიგის შესახებ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი
09:56

42°პარალელი - ყატარული ნაციონალიზმი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პარალელში

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

42° პარალელი - ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - უკრაინის არჩევნების სპეციფიკა / ეთიკური ქეისი: მეცნიერები ომში

42° პარალელი - უკრაინის არჩევნების სპეციფიკა / ეთიკური ქეისი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - ბრიტანული ევროსკეპტიციზმის სათავეებთან

42° პარალელი - ბრიტანული ევროსკეპტიციზმის სათავეებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში

42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ყველა ვიდეო