2015 წლის 18 სექტემბერს, ხელი მოეწერა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისის მიერ სპეციალურად საქართველოსათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტს. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ბ-ნი ვლადიმერ გურგენიძე და ბ-ნი გიგი გიგიაძე, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) მისიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე (ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი), ასევე, ჩეხეთის და პოლონეთის ელჩები საქართველოში.
აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა სამი ძირითადი მიმართულებით:
- http://www.geoconsul.gov.ge - საკონსულო მომსახურების მიღება სწრაფად, მარტივად, კომფორტულად
- რეადმისიის საქმეების მართვის სისტემა (RCMS) - უნიკალური და უპრეცედენტო პროექტი მსოფლიოში
- პროგრამული უზრუნველყოფა კონსულებისთვის - დაზოგილი დრო და ოპერატიული მომსახურება