ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

25.10.2020 05:11

ახალი მაჩვენებლების მიხედვით, კოვიდინფექცია ბოლო დღე-ღამეში კიდევ 1928 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა რვა პაციენტი. შედეგად, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ-19-ს ქვეყანაში 201 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით იკლო თბილისში, - დედაქალაქში ვირუსის სულ 788 ფაქტი აღირიცხა, რაც წინა დღესთან შედარებით, 246-ით ნაკლებია. მაჩვენებელი გაზრდილია აჭარასა და იმერეთში. გამოქვეყნდა გამოჯანრთელებულთა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 604 პაციენტს დღეს კლინიკებიდან გაწერენ. მარიამ სეთურიძე განაგრძობს  ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბარს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: