სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგებში


ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, სადაც გზის სივიწროვის გამო, ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირს.

მოსახლეობა წლებია, პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედელი შენდება. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მიმდინარე პროცესს თბილისის მერი გაეცნო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან