ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

16.09.2019 01:26

დღეიდან ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო ბაგა-ბაღებში. თბილისის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში 61 ათასამდე აღსაზრდელს ელოდებიან და მათთვის მრავალფეროვანი, მხიარული ღონისძიებები იმართება. ბაღების სააგენტოს ცნობით, მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციების სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დედაქალაქის ხუთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება, ასევე, გასული არდადეგების პერიოდში, თითქმის ყველა ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, ბავშვებსა და პერსონალს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდათ. ოქტომბრის ბოლოდან გაიხსნება და ექსპლუატაციაში შევა ხუთი ახალი საბავშვო ბაღი. გლდანის 153-ე ბაგა-ბაღში ახალი სასწავლო წელი ბავშვებსა და პედაგოგებს გლდანის გამგებელმა და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: