თემურ შაშიაშვილი: ვიწვევ იმავე ტელევიზიებს, რომელიც ივანიშვილმა მოიწვია
FaceBook 17:39 / 22.10.2018 პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი სამ ტელევიზიას "რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანია "იმედს" და "ტვ პირველს" საკუთარ ოფისში იწვევს, რომ მათი საშუალებით ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამა გააცნოს. ეს განცხადება მან ზუგდიდში, მახარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. შაშიაშვილის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, რომ კანდიდატებისთვის საეთერო დრო ეყიდა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო. „ეს არჩევნები დემოკრატიული არ არის. სატელევიზიო სივრცე გაივსო პრივილეგირებული კანდიდატებით. და ამ კანონის წყალობით, არაპრივილეგილებულ კანდიდატებს არ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ ხალხს. როგორც დავინახეთ, ბიძინა ივანიშვილი ამას არეგულირებს . კანონმდებლობა უკუღმართია და ივანიშვილს შეეძლო, ეყიდა საეთერო დრო და მოეცა ჩვენთვის საშუალება ეთერში გასვლის, რომ ხალხს დავანახოთ, ვინ ვინ არის“, - აღნიშნა შაშიაშვილმა. გარდა ამისა, შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატებს დებატების საშუალებაც უნდა ჰქონოდათ. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მან საქართველო შემოიარა და კარგად იცის საზოგადოების განწყობაც. „თუ ივანიშვილს შეუძლია მოიწვიოს ტელევიზიები, მეც, როგორც კანდიდატი პრეზიდენტობის, ვიწვევ ამ სამივე ტელევიზიას ზეგ, რომ გავაცნო, რას ფიქრობს ხალხი და რა აზრი არიან ადამიანები“, - აღნიშნა შაშიაშვილმა. თემურ შაშიაშვილის საკუთარ მხარდამჭრებს კულტურის ცენტრს ოდიშში შეხვდა. კანდიდატმა ჟურნალისტები სწორედ ამ განცხადების გასავრცელებლად მიიწვია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თეიმურაზ შაშიაშვილი: მოვდივარ დიდი გამოცდილებით, რომელიც მძი...
პარტია თეთრები
თემურ შაშიაშვილი სტუმრად ღამის შოუში
TV IMEDI
თემურ შაშიაშვილი "ობიექტივში"
პარტია თეთრები
თემურ შაშიაშვილი აჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებს ადანაშაულებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ქუთაისში ადგილობრივ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
თემურ შაშიაშვილი: ვიღებ ამ ეტაპისთვის კომპრომისულ გადაწყვეტი...
პარტია თეთრები
თემურ შაშიაშვილი. მომავლის საუბრები (6.04.2021)
პარტია თეთრები