კლასიკური მუსიკის ფესტივალი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან ერთად, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენციას დაესწრო. ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ ახლადდაფუძნებული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირა" დირექტორი ავთანდილ ტუღუში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი. სპეციალურად საფესტივალოდ ბათუმის ხელოვნების ცენტრის ფოიეში განთავსდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ეთნოგრაფიული კუთხე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიცია, ასევე, ბათუმის მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით, შედგა სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის მთავარი დირიჟორია გიორგი ჟორდანია. ფესტივალის ფარგლებში. გაიმართება ელისო ბოლქვაძისა და რამდენიმე მუსიკოსის მასტერკლასი ახალგაზრდა პიანისტებისთვის. ასევე ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმეტური ფილმის მუსიკოსების შესახებ. ფესტივალი 28 ივნისამდე გაგრძელდება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კლასიკური მუსიკის ფესტივალი
culturegovge culturegovge
კლასიკური მუსიკის ფესტივალი
culturegovge culturegovge
ბისზე ამღერებული ნინო სურგულაძე და ფესტივალ „ღამის სერენადებ...
Music Box
#ნაშუადღევს წინანდლის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ხელოვნების ცენტრში გრძელდება
Ajara TV
კლასიკური მუსიკის ფესტივალი გრძელდება
Ajara TV
კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა
Ajara TV
კლასიკური მუსიკის ფესტივალი / Classical Music Festival
European School