ნდობის ჯგუფის პირველი შეხვედრა

11.01.2021 01:40

დახურულ კარს მიღმა საორგანიზაციო სხდომაზე სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კვოტით ასევე ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი შედიან. ჯგუფში ამ დრომდე ვაკანტურია საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ადგილი. კანდიდატის წარდგენა ოპოზიციის იმ ნაწილს შეეძლება, რომელიც პარლამენტში ფრაქციას შექმნის. კანონმდებლობით ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს ზედამხედველობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: