სახალხო დამცველის განცხადება

17.10.2020 01:08

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციას, რომელიც გუშინ ბათუმში გაიმართა, სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის უპასუხისმგებლობის გამოვლინება, როდესაც პირბადის გარეშე და დისტანციის დაუცველად, ათასობით ადამიანის შეკრება ხდება. მით უფრო რეგიონში, სადაც ვირუსის გავრცელება კრიტიკულ მასშტაბს აღწევს. ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ომბუდსმენი წერს, რომ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კიდევ ერთი შეკითხვა მოსდევს, - შეიძლება თუ არა წინასაარჩევნო ღონისძიებებიც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების საფრთხე გახდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: