ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება მიენიჭება
UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ (UNESCO Artist for Peace) წოდება მიენიჭება. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც „UNESCO“-ს საპატიო წოდება ქართველ ხელოვანს ენიჭება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ქალბატონ ელისოს ამ დამსახურებას და მის შემოქმედებით თუ საქველმოქმედო საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს. ელისო ბოლქვაძემ „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ წოდება საკუთარი პროფესიონალიზმის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის გამო დაიმსახურა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს ეხმარება. „UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე ცნობილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად ეს ის გამოჩენილი ადამიანები არიან, ვინც საკუთარი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს UNESCO-ს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში. დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი
culturegovge culturegovge
იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი
culturegovge culturegovge
რცხვენოდეს ელისო ბოლქვაძეს
Radio Georgian Times 92.3
ინციდენტი - ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში დახვდნენ და მ...
MULTIMEDIA GE
„დამემუქრა [ელისო ბოლქვაძე], 28 მაისს მთავარი მუქარა ამისრულ...
Formula News
ბათუმის მუსიკალური ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს წერილობით მიმართავს
TV IMEDI
ელისო ბოლქვაძე სტუმრად ღამის შოუში
TV IMEDI