შარლ ბოდლერი - ,,ალბატროსი" | #სხვაპოეზია

03/06/2020
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ
კითხულობს შალვა ბერიანიძე

როდესაც დარდი ეძალებათ ზღვაში მატროსებს,
და დაღვრემილებს გაქარვება უნდათ ნაღველის,
იჭერენ ხოლმე უშველებელ, თეთრ ალბატროსებს,
ადევნებულებს გემებს ლაღად და თავაღებით.

და გამეტებით დანარცხებულ ლაჟვარდის ბატონს,
ტყვედქცეულს უკვე და გემბანის ფიცარს მიბჯენილს,
იმას, ვინც ზღვაურს ებრძოდა და აპობდა მარტო,
უმწეოდ დასთრევს მძლავრი ფრთები, როგორც ნიჩბები.

აწ ძირს გართხმულა ლაჟვარდების მხარდამხარ მქროლი,
თავლაფდასხმული, უგერგილო და უამური,
ღია ნისკარტში მიაფუტეს თამბაქოს ბოლი
და ყიამყრალი ხორხოცისგან ასდის ალმური.

შენც ასეთი ხარ, ო, პოეტო, შენც ხომ ასევე
ნავარდობ ცაში, არ გაშინებს ელვა საზარი,
მაგრამ მიწაზე რეგვენთა ბრბოს შემოგასევენ
და გიჭირს გავლა - ფრთები გიშლის უზარმაზარი.

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან