ჩეხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა დაიბარეს. მიზეზი კი მედიაში გავრცელებული მისი განცხადებაა, სადაც ის ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების აღკვეთასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში...
TV IMEDI
რატომ დაიბარეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა საგარეო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შსს-ს არქივის, ჩეხეთის და სლოვენიის საელჩოების ერთობლივი გამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ჩეხეთის ელჩი
info9 info99
ჩეხეთის ელჩი საელჩოებთან აქციების გამართვას მიუღებლად მიიჩნე...
lomigio
ჩეხეთის ელჩი ესტუმრა მომავლის სკოლას
School of Tomorrow / მომავლის სკოლა
ჩეხეთის ელჩი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა...
მეცხრე ტალღა
ჩეხეთის ელჩი საქართველოში
GEORGIA zonanewsvideo