თავდასხმა პოლიციელებზე


პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაზრდილი საპროტესტო აქცია და სახეში ფქვილშეყრილი სამართალდამცველები - 6 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების განხილვა სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურ სივრცეში ინაცვლებს.

ორი დღის წინ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და საქართველოს ხელისუფლების განცხადებების გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქტივისტებმა ადგილზე აღმართულ რკინის ჯებირებთან განლაგებული პოლიციელების მისამართით ტუალეტის ქაღალდებიც ისროლეს. აქცია-პერფორმანსის პარალელურად იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებებიც.

სამართალდამცავების მიმართ დამამცირებელ ქმედებებზე მკაცრ რეაგირებას აანონსებს შინაგან საქმეთა მინისტრი. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, პოლიციის თანამშრომლების მიმართ მსგავს ქცევაში ოპონენტების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს. ოპოზიციის ნაწილი პოზიციას ძალოვანი უწყების პოლიტიზირებაზე აქცენტირებით იმყარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან