რუსთაველის გამზირზე აქცია 20 საათზე განახლდება


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გრძელდება.

გუშინდელ აქციაზე მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გაყიდული პროდუქციის 20 პროცენტი აქციის საორგანიზაციო საკითხებს მოხმარდება. მათი განცხადებით, დღეიდან აქცია 20 საათზე დაიწყება და 22 საათისთვის დასრულდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები 21 ივნისიდან იმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან