რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია
მძიმე ღამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნილია. პარლამენტის წინ ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ. საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ 19 საათზე დაიწყო და დილის 7 საათამდე გაგრძელდა, დაახლოებით სამი საათის წინ დასრულდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დამწვარი და დამტვრეული მანქანები, ელექტრო ველოსიპედები, სკამები, რკინის კონსტრუქციები და ამოყირავებული მაგიდები - ასე გამოიყურება რუსთაველის გამზირი განვითარებული მოვლენების შემდეგ. დასუფთავების სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. დაზიანებული ავტომანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს ევაკუატორის დახმარებით. მანამდე კი გამთენიისას, სამართალდამცველებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ჯერ კიდევ გადაადგილდებოდნენ ცენტრალურ გამზირზე. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი საათის წინ გაავრცელა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია პარლამენტთან დასრულებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტთან აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალადობრივი აქცია „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster