ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

02.07.2020 01:23

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დღეს მეორე  მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი ეუთო/ოდირის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცემულ რეკომენდაციებს ემყარება და როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე უშუალოდ ხმის მიცემის დღეს, ახალ წესებს ადგენს. საარჩევნო კოდექსში ერთ-ერთი სადაო ნორმა, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს ვალდებულება უნდა ჰქონოდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარედგინათ, პროექტში აღარ იქნება. ასევე უკვე ცნობილია, რომ კოვიდ 19-ის პრევენციისათვის, საპარლამენტო არჩევნები სპეციალურად შემუშავებული რეგულაციებით ჩატარდება. შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელიც ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: