ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა შვეიცარიას


უკრაინის პრეზიდენტმა შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან კავშირი აქვთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიელებისადმი ვიდეოჩართვისას განაცხადა.  ბერნში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ცენტრალურ მოედანზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. დემონსტრაციის დროს, დიდ ეკრანზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა  კომპანია „ნესტლე“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან რუსეთის ბაზარი არ დატოვა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის პრეზიდენტი მზად არის, მისმა ქვეყანამ შუამავლის როლი შეასრულოს და კიევსა და მოსკოვს შორის  მოლაპარაკებები სწორედ შვეიცარიაში გაიმართოს. შვეიცარიის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დერეფნების დაუყოვნებლივი გახსნის მოწოდებითაც გამოვიდა და გამოთქვა იმედი, რომ შვეიცარიას შეუძლია დახმარება, აღადგინოს რაც იქნება განადგურებული, როდესაც ამისი შესაფერისი დრო მოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან