მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ, სადაც საქმის მასალებს გაეცნენ. გარდა ამისა, ადვოკატებმა მედიასთან განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორ თვეზე მეტია სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის მომზადება ძალიან გაჭიანურდა. გარდა ამისა, ადვოკატების მოთხოვნაა, გაიზარდოს პასუხისგებაში მიცემულ პირთა წრე. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით ბრალი სამ მედიკოსს აქვს წარდგენილი, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, იკვეთება სამსახურეობრივი გულგრილობა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტებიც. მათი მოთხოვნაა, რომ გამოძიება სწორედ ამ ორი მუხლით დაიწყოს. ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე შეუძლოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გახდა. მეორე დღეს კი ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე
საქართველოს პროკურატურა
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - ბრიფინგი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
27 წლის მედდის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი ექთნის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი ექთნის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები საქ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia