მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე

03.04.2021 01:15

ახალციხეში გარდაცვლილი მედდის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ, რომელიც რვა ტომისგან შედგება. უფლებადამცველებმა გლდანი-ნაძალადევის მერვე სამმართველო სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს. დღესვე ადვოკატები საგამოძიებო უწყებაში მეგი ბაქრაძის ბიძასთან ერთად გარდაცვლილი მედდის მობილური ტელეფონის დათვალიერების პროცესსაც დაესწრნენ. მათი მტკიცებით, აღმოჩენილია მიმოწერები, რომლის მიხედვითაც, მედიკოსი ახალციხის კლინიკიდან თბილისში დაგვიანებით და უკვე გარდაცვლილი გადმოიყვანეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიმოწერაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო