მარია ვან კერჰოვე - რა თქვა სინამდვილეში ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა


ეს ვიდეო ითარგმნა ჩვენი მეგობრების სამოქალაქო პლატფორმის, \"საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვისთვის\". ამერიკელი ინფექციონისტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covid-19-ზე რეაგირების სამსახურის ტექნიკური დირექტორი მარია ვან კერჰოვე საუბრობს უსიმპტომო ინფიცირებულთა გამოვლენის მეთოდოლოგიასა და მათ მიერ ინფექციის მეორადი გადაცემის ფაქტების სიმცირეზე. თუმცა რუსულ მედიაში, კერძოდ ვებ-გვერდზე zen.yandex და სხვ. გაჩნდა \"ინფორმაცია\" იმის შესახებ, თითქოს ამ მონაკვეთში მარია ვან კერჰოვე საუბრობდა იმაზე, რომ პანდემია არ არსებობს, შესაბამისად არც კარანტინისა და ვაქცინის გამოგონების საფუძველი არსებობს. და თითქოს ხელისუფლებები (!) ითხოვდნენ ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ამ ღონისძიებების გატარებას. მოკლედ, წარმოაჩინეს ისე, თითქოს ამ ვიდეოში ჯანმოს მაღალჩინოსანი \"აღიარებდა\" ინფექციის არარსებობის ფაქტს. ამ სიცრუეს მხარი აუბეს ისეთმა სოციალურმა ჯგუფებმა, როგორიცაა Stop 5G Georgia, ფაროსანა, ქართული აზრი, რეპორტიორი, Грузия-Россия და სხვა, ონლაინ საინფორმაციო ვებ-გვერდებმა Viki.ge, TVM.ge და ა.შ. მოკლედ მათ, ვინც ისედაც შემჩნეულია საქართველოში რუსული ნარატივის გავრცელების საქმეში.
აღნიშნული ვიდეო ითარგმნა მხოლოდ იმის ილუსტრირებისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, თუ რა პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას და პანიკისა და ნიჰილიზმის დათესვას.

თარგმანი და გახმოვანება - რომან აფაქიძე

#ძალაჩვენშია
#დასვიკითხვები

ვიდეოები „Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!"-ისგან