ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება
კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შესაძლოა დაინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც „ომიკრონ ექს ბი-ბი 1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ. მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის შესაძლოა ბევრ სხვა ქვეყანაში გავრცელდეს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა ექს-ბიბი ერთი ხუთი უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს აკრიტიკებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის „კოვიდ 19“-ის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაცია და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის მკურნალობის სტანდარტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომიკრონის“ გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ინდური შტამი დადასტურდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინა ახალი შტამების წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster